ნუთუ… მოატყუეს?!


64 დღის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ,  79 წლის ციალა ჯოჯუამ, იმ პირობით, რომ მისთვის სასურველ საცხოვრებელ ფართს დაუკანონებდნენ და გაურემონტებდნენ, აქცია შეწყვიტა. როგორც “ზუგდიდელები. გე-ს” აცნობეს, ამ დროისთვის ციალა ჯოჯუას სახლში შეწყვეტილია შესაკეთებელი სამუშაოები. მოხუცი ქალი ახალ წელს უშუქოდ, სიცივეში შეხვდა. როგორც ჩვენი საინფორმაციო წყარო იტყობინება, ქალბატონ ციალას შვილს, ლალი ცირდავას ხვალ დილით შეხვედრა აქვს დანიშნული ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი თოდუასთან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს დედა-შვილი ისევ დაბრუნდნენ თუ არა გამგეობის წინ რომ  გააგრძელონ საპროტესტო აქცია. წყაროსთან საუბარში ლალი ცირდავა შენიშნავს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არ აპირებს ხელისუფლება პირობის შესრულებას, რომ ეს პირობა მხოლოდ იმიტომ მისცეს ციალა ჯოჯუას, რომ ახალი წლის ღამე მშვიდად გაეტარებინათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!