- მუხთალმა წუთისოფელმა უდროოდ გაწირა, მას კი ისე სწყუროდა სიცოცხლე, ვერც იგრძნო სიკვდილის მოახლოება, არც კი შეებრძოლა მას, უპრეტენზიოდ შეხვდა ამ გარდაუვალ აღსასრულს.
ნუგზარ ყურაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის აფხაზეთიდან იყო, მისი ფიქრები სულ აფხაზეთს უკავშირდებოდა, ასევე მის უმცროს ძმას გენადის მისტიროდა. ძლიერი და შეუპოვარი იყო ყოველთვის, უშუალო და პირდაპირი, არასოდეს ითხოვდა შეღავათს, ძლიერი იყო სიცოცხლეში და სიკვდილშიც ძლიერი გამოდგა. 25 ივლისს, ჰქონდა დაბადების დღე და 27 ივლისს გარდაიცვალა. ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა, ამაზე მეტყველებს მის მიერ განვლილი გზა, ის მუშაობდა “კოლხეთმშენში”, ის მშენებელ ინჟინერი იყო, საოცრად პასუხისმგებელი და საქმის მცოდნე გახლდათ.
ბატონი ნუგზარი თავისი მეუღლისთვის ქალბატონ გიუზელ მაჭახელიძისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის, თავისი მრავალი და-ძმისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ნუგზარი ყურაშვილის ალალი სული.
გაზეთ “ზუგდიდის” რედაქცია