ახალკახათელი პატარები სტუმრად “ზღაპრის საათზე”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებულმა “ბავშვთა ოთახმა” “ზღაპრის საათზე” მორიგი სტუმრები მიიღო, -ამჯერად, მათთან  სოფელ ახალკახათის საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფი იმყოფებოდა.ნახატებით, წიგნებით და ლამაზი ფერებით მორთულ “საბავშვო ოთახში” ნაჩვენები იქნა მულტფილმი „ნაცარქექია”. ფილმის ჩვენების შემდეგ ბიბლიოთეკის მთავარმა მეთოდისტმა დარეჯან გარდავამ ბავშვებს ზღაპარი ხმამაღლა წაუკითხა. მშობლიურ გმირზე და მის თვისებებზე საუბარმა გაამხიარულა პატარები.  საახალისო გახდა “ზღაპრიის საათზე” მათი თვალით დანახული ნაცარქექია.
“ზღაპრის საათი”  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკისა და ზუგდიდის სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ერთობლივი ღონისძიებაა, სადაც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრობენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!