ნინიკო შარია და მისი ხელნაკეთობები


  • ზუგდიდელი, მერვე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ნინიკო შარია, ხელნაკეთ ნივთებს, კერძოდ კი ბრელოკებს, კედლის დეკორებს, გულსაბნევებს და სხვადასხვა სახის აქსესუარებს ამზადებს. პირველი ნივთი, ნინიკომ 13 წლის ასაკში გააკეთა და დაიწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადება.

ნინიკო შარია: “-ხშირად დავდიოდი ტექნოპარკში, ვესწრებოდი ტრენინგებს, ვუყურებდი, თუ როგორ მუშაობდნენ პროფესიონალები დანადგარზე და როგორ იქმნებოდა ულამაზესი ნივთები. მეც გამიჩნდა სურვილი გამეკეთებინა მსგავსი ხელნაკეთობები. ერთ-ერთი ტრენინგის გავლის შემდეგ, მომცეს დამოუკიდებლად დანადგარის გამოყენების უფლება. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო “ბუს ფაზლი”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვამზადებ სუვენირებს და სასაჩუქრე ნივთებს, როგორიც არის: ბრელოკები, კედლის დეკორები, გულსაბნევები, მაცივრის მაგნიტები და სხვა. ვამზადებ წვრილი, ან საშუალო სისქის ფანერისგან.

-რა დრო სჭირდება ერთი ნაკეთობის შექმნას და რამდენად რთული პროცესია…

-საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. პირველ რიგში, პროგრამულად იწყობა ნახაზი და შემდეგ იჭრება დანადგარზე. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს აწყობის პროცესი, როცა დასრულებულ სახეს ვუყურებ.

ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა ჩემი მშობლების განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება. ჩემი ნამუშევრების შემფასებელი დედაჩემია, შეიძლება ითქვას, ჩემი კრიტიკოსია. მუდამ ცდილობს, შეამჩნიოს ის დეტალები, რაც მე გამომრჩა.

ტრენერების, ოჯახის წევრების გარდა, საზოგადოებამ თუ ნახა შენი ნამუშევრები?

-რამდენჯერმე გავიტანე ჩემი ნამუშევრები მეორე საჯარო სკოლის წინ ხელთნაკეთი ნივთების გამოფენაზე. გამოტანილი სხვათაშორის, მოიწონეს. ახალი იდეაც მომაწოდეს. მოხარული ვარ, რომ ცდილობენ ჩემს დახმარებას.

-შეკვეთებს ღებულობ მსურველებისგან?

-დიახ. “ფეისბუქზე” შევქმენი გვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ნამუშევრების მცირე ნაწილი. ახლო მომავალში, ვაპირებ ამ გვერდის განვითარებას. რაც შეეხება ნივთების ფასებს, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენს მომხმარებლებს შეღავათიანი ფასები შევთავაზო.

როგორ ფიქრობ, რითია გამორჩეული შენი ხელნაკეთი ნივთები?

-პირველ რიგში იმით, რომ ზოგიერთი სხვა ნივთებისგან განსხვავებით ის დამზადებულია ხისგან, დამზადებულია საქართველოში და დამზადებულია სიყვარულით.

-სად შეიძლება შენი ხელნაკეთი ნივთების შეძენა, გარდა სოცქსელისა?

-ამ ეტაპზე, არ მაქვს რაიმე სახის მაღაზია ან სალონი, სადაც შევძლებ ჩემი ნივთების განთავსებას, ამიტომაც, ამ ეტაპზე, მზადდება და იყიდება ონლაინ, შეკვეთით.

-სკოლას და სამუშაოს როგორ უთავსებ ერთმანეთს?

-ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო. მუშაობას სკოლის შემდეგ ვახერხებ, საღამოს კი ვმეცადინეობ.

-მომავალი პროფესია თუ გაქვს არჩეული?

-კომპიუტერული არქიტექტურა, ან ვებ-დიზაინი. ყოველთვის მიზიდავდა განსხვავებული დიზაინის, გამორჩეული შენობა-ნაგებობები და სულ მინდოდა ვყოფილიყავი, ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრის ავტორი.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!