- ნიკოლოზ შამათავას, ზუგდიდელ მოჭადრაკეს, საქართველოს 10 გზის ჩემპიონს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ფიდეს ოსტატობა მიენიჭა.
ნიკოლოზის მოქმედი რეიტინგი კლასიკურ ჭადრაკში 2376 შეადგენს.
ოქტომბრის თვის მდგომარეობით, 16 წლის ნიკოლოზი თავისი ასაკის ქართველ ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის რეიტინგ-სიაში არის პირველი, ხოლო 20 წლამდე ასაკის ვაჟ მოჭადრაკეთა შორის – მეორე.