- სიკვდილი ცხოვრების მწარე რეალობაა, მით უფრო, როდესაც დაუნდობლად წაგვრტაცებს კლასელებს, ბავშვობის მოგონებებთან ერთად.
ორი თანაკლასელის ერთდროულად წასვლა წუთისოფლიდან ორმაგად ტკივილიანია. ჩვენო ძვირფასებო: მარინე, ოთარ! ძალიან მძიმე წუთები გვიდგას… უკანასკნელ გზაზე მიგაცილებთ. ეს გზა იმაზე მეტად ტკივილიანი გამოდგა ვიდრე წარმოგვედგინა. ძნელია თქვენთან გამომშვიდობება. მერე რა, რომ გავიდა წლები… ჩვენ ხომ უანგაროდ, გულწრფელობით გვიყვარდა ერთმანეთი… გემშვიდობებით, მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური ქართული მიწა. უფალს ებარებოდეთ მარინე, ოთარ.
კლასელები: თამარ (იმედა) ჯანაშია, კოტე ჭილაია, გოჩა ჩარგაზია, ქეთინო კილასონია, ბორის ნაჭყებია, ქეთინო ჟვანია, კლარა ზვამბაია, ლია ფარცვანია, მარინე დარსალია და ალიკო ალფენიძე.