ნაციონალების აქციაზე, სააკაშვილმა მხარდამჭერებს სკაიპით მიმართა


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, დღეს, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, ქალაქის მეორე საჯარო სკოლასთან, თავიანთ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მესიჯი იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი სკაიპჩართვა,[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LbCJcBEHuUs[/embedyt]სადაც მან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა მისულიყვნენ არჩევნებზე და დაეფიქსირებინათ თავიანთი ხმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა შეჩერებულ პროექტებზე და მოსახლეობას აღუქვა, რომ “ნაციონალების”  ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ განახლება ეს პროექტები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RCQn3rdlsSg[/embedyt]

შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს მოძრაობის ლიდერებმა: დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსმა, ირმა ნადირაშვილმა, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, ლელა ქებურიამ, ლევან კონჯარიამ და პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატებმა სამეგრელოს რეგიონიდან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!