ენმ-მ აქციამდე ბრიფინგი გამართა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ  დადიანების სასახლეში დადეგმილ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგი გამართა. ენმ-ს წევრებმა გააპროტესტეს მერიიდან შემოსული წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ დღევანდელი დაგეგმილი აქცია ხელს შეუშლის  #2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას.  „ჩვენ ვაცნობეთ ზუგდიდის მერიას, ზუგდიდის მერიიდან მივიღეთ წერილი, სადაც არ არის არანაირი აკრძალვა დღევანდელი აქციის შესახებ, არამედ არის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ. მათ რომ გამოეგზავნათ წერილი, რომ აქ, ამ ტრიტორიაზე, აკრძალულია მიტინგი, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებდით სხვა ტერიტორიაზე“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=a13uMkJ5nv4[/embedyt]

 დღეს, საპატრულო პოლიციამ, დადიანების ჭიშკართან შეაჩერა და დააჯარიმა, დადიანების სასახლის ეზოში ნაციონალური მოზრაობის წინასწარ დაანონსებული აქციისათვის აპარატურის დასამონტაჟებლად  შემოსული მანქანა.

როგორც ქალაქის ვიცე მერი განმარტავს, რადგანაც სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მათ გაუწიეს ნაციონალურ მოძ[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ekU1DWtEvdc[/embedyt]რაობას რეკომენდაცია სკეიტ პარკში გადაენაცვლათ და იქ ჩაეტარებინათ აქცია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!