ნარაზენში ხანძარს და-ძმა შეეწირა


წუხელ, გვიან ღამით, ნარაზენში, ხანძარი გაუჩნდა ბეჭვაიების სახლს.  ხანძრის შედეგად მოხუცი და – ძმა, – 61 და 62 წლების ლომინი და ნელი ბეჭვაიები დაიღუპნენ. როცა სამაშველო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია ხანძრის შესახებ და ჩავიდა ნარაზენში, სახლი უკვე დამწვარი იყო. ზუგდიდის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ელგუჯა აკობია “ზუგდიდელებთან” აცხადებს:  ,,ჩვენ შეტყობინება მივიღეთ გუშინ, გვიან ღამით, 23:51წუთზე. ნარაზენში ჩავედით 13 წუთში, მაგრამ ამ დროისათვის ხანძარი უკვე მოდებული იყო მთელს სახლს, ჩანგრეული იყო მეორე სართული. ჩვენ ვერ შევძელით მოხუცი და-ძმის გადარჩენა. მეზობლებმა გვიან გაიგეს ხანძრის სესახებ და ამდენად, გამოძახებაც დაგვიანებული იყო. კომისია სწავლობს, თუ რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი”.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების თანახმად, ტრაგიკულად დაღუპული და – ძმა ბეჭვაიების დაკრძალვის ხარჯებს გამგეობა გაიღებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!