“ალიანსი” ზუგდიდში აქციას გეგმავს


“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები ზუგდიდში შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. როგორც მერიის პრესსამსახურმა გვაცნობა  ,,პატრიოტთა ალიანსის’’ წარმამადგენლებმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მომართეს.

განცხადებაში ისინი აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გამართონ შიმშილობის აქცია ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში და ქალაქის მერიისაგან აღნიშნული ადგილზე აქციის ჩატარებისთვის  ითხოვენ ნებართვას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილის დაზუსტება.”

“საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ავალდებულებს გაფრთხილების შეტანიდან ორი დღის ვადაში მისცეს თანხმობა ან უარყოფა აქციის ჩატარების შესახებ განმცხადებლებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!