- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენის ახლადრეაბილიტირებულ ამბულატორიას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა, ორგანიზაცია “ელ დი ეს ჩერეთი“-ს და საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
ნარაზენის ამბულატორიამ ამ ეტაპისთვის კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია დამატებით ასევე აღიჭურვება ელექტროფორეზის აპარატურატურით.