რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე – ჩაიტარონ დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტომატიზებულ ლაბორატორიაში.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დასაწყისში გაიხსნა. კლინიკამ, ზემო სვანეთიდან, სამეგრელოდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 000-ზე მეტ კოვიდპაციენტს უმკურნალა. ასევე აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში.

კლინიკაში არის დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც, რომელიც უახლესი სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ ადგილობრივ პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის.

ახალი ამბუულატორიის გახსნას ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!