დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საათნახევარზე მეტი მიმდინარეობდა, სასახლის მხატვრული კოლექტივების აღსაზრდელების საანგარიშო კონცერტი. მათ მაყურებლებს უჩვენეს თავიანთი მიმდინარე სასწავლო წლის ნაღვაწი.
დარბაზის წინაშე წარსდგნენ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “მახარია”, ხალხურ საკრავთა ორკესტრი “მაფშალია”,(ხელმძღვანელები: ქეთევან კილასონია და ნონა მაქაცარია), ქორეოგრაფიული ანსამბლები: “მტრედები”(ხელმძღვანელი გურგენ სამუშია) და “იგრიკა”( ხელმძღვანელი ელგუჯა მამალაძე).[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KAQ6IjOjtbU[/embedyt]
დარბაზი მხურვალე აპლოდისმენტებით აცილებდა სცენიდან თითოეულ მხატვრულ კოლექტივს.