“მწყემსი კეთილი”-საყმაწვილო თეატრის სპექტაკლის პრემიერა


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრმა,  სამხატვრო გალერეაში,  მოწვეულ საზოგადოებას ზუგდიდელების საყვარელი შვილის, ტრაგიკულად დაღუპული მამა ილიას (კარტოზია) ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,მწყემსი კეთილი» უჩვენა.

.პრემიერაზე მოწვეული იყვნენ მამა ილიას დედა, ძმა, ოჯახის ახლობლები, მეგობრები, სკოლის პედაგოგები. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსწავლე-ახალგაზრდობა, ადგილობრივი ხელისუფლება. სპექტაკლს ემოციისა და ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. მამა ილიას დედამ, ცრემლიანმა, მადლობა უთხრა ახალგაზრდა მსახიობებს მისი შვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფრაგმენტების სცენაზე გაცოცხლებისათვის. მამა ილიას ახლობლებმა, სასულიერო პირებმა გაიხსენეს ის და პატივი მიაგეს მის ღვაწლს, რომელიც მიუხედავად მამა ილიას ასაკის სიმცირისა, მნიშვენელოვანი იყო.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და საყმაწვილო თეატრის ხელმძღვანელია მსახიობი  მერაბ კაკალია. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!