“ლურჯი ნაკადულის დღე” ზუგდიდში


22 მარტს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს “წყლის დღეს”,რომელიც ცნობილია, როგორც ,,ლურჯი ნაკადულის დღე”.
ამ დღესთან დაკავშირებით ქ.ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე ჩატარდა მდინარეების, ნაკადულების, ღელეების, წყალსაწრეტი არხების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლებმა.
ქალაქში გაიწმინდა მდინარეების ჩხოუშიას, სინწის, კუჩხობონის კალაპოტები, მათი მიმდებარე ტერიტორიები. ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მაგისტრალური ქუჩების მიმდებარედ არსებული წყალსაწრეტი არხები.
ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გაიწმინდა მდინარეების ჯუმის, მდ.ყულიშკარის მონაკვეთი,ზედაეწერის ტერიტორიაზე მდებარე საწრეტები და ნაკადულები, კიროვის, ორულუს, ცვანეს წყალსაწრეტი არხები, ორსანტია-ოტობაიას საზღვარი მდ.ენგურის კალაპოტი, ასევე დასუფთავდა ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორია და ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი. ამ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთონ ზუგფიდდასუფთავების ცენტრის” კონტროლიორთა ჯგუფი. მათ მიერ დასუფთავდა მდინარეების სინწისა და კუჩხობონის კალაპოტები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!