ხვალ, 15.00 საათზე, სამხატვრო გალერეაში, გაიმართება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლის ,,მწყემსი კეთილი” პრემიერა. სპექტაკლი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული მამა ილია კარტოზიას ხსოვნას. პრემიერაზე მოწვეული არიან მამა ილიას ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, სკოლის პედაგოგები. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსწავლე-ახალგაზრდობა, ადგილობრივი ხელისუფლება.
სპექტაკლის სცენარის ავტორი და საყმაწვილო თეატრის ხელმძღვანელია მსახიობი მერაბ კაკალია.