“მწვანე ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს


  • “მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა  და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამაიას ბაღში გამწვანების სამუშაოებში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებთან ერთად ჩაერთო.

სამაიას ბაღში ჯამში 70 ძირი ხე-მცენარე დაირგო.

მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და მოქალაქეებს მოუწოდა, მომავალ წელსაც აქტიურად ჩაერთონ ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, გათვალისწინებუბულია მათი ინტერესი.

მწვანე ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა/მოწყობაში. მწვანე ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ, თანამონაწილოებით გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა  დასახელების 116 ძირი ხე-მცენარის დარგვის პროცესი მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!