- აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად მწერალთა სახლში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნისა“ (გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურენოვანი და დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართული თარგმანები ერთ წიგნად) და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშების თარგმნით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება გახლდათ.