ზუგდიდელები ყაზბეგისკენ და გურამ ოდიშარია


  • კოლეჯის “ცხუმ-ეგრისის” ხელმძღვანელი და ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი გელა მამფორია თავის ფეისბუქგვერდზე წერს ერთ ძალიან საინტერესო, შიდა საკოლეჯო ტურის ზუგდიდი-ყაზბეგის შესახებ, სადაც ის ცენტრის გუნდთან ერთად, გზად ბულაჩაურში მცხოვრებ ცნობილ მწერალს გურამ ოდიშარიას ხვდება.

“გერგეტის სამებაში არ ვიყავი ნამყოფი და კოლეჯის (ცხუმ-ეგრისი) თანამშრომლებთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ კვირისთავზე ცხრამეტკაციანი შემადგენლობით, ზუგდიდიდან დარიალის ხეობისკენ ავიღეთ გეზი… წინა დღეს, ჩემმა სოხუმელმა მეგობარმა, ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გურამ ოდიშარიამ დამირეკა და მთისა და ბარის თემებზე დიდხანს ვისაუბრეთ… ბოლოსკენ, ჩემს მიერ დაგეგმილი ყაზბეგური ტურის შესახებაც ჩამოვუგდე სიტყვა და, მართალი გითხრათ, არც კი გამხსენებია, რომ გურამი, ბოლო 3-4 წელია, ოჯახთან, ერთად ბულაჩაურში ცხოვრობს და დარიალის ხეობისკენ მიმავალს მისი სახლის სიახლოვეს უნდა გამევლო ჩემს კოლეგა-მეგობრებთან ერთად მარშრუტკით…

-აბა, ხვალ გავაგრძელოთ საუბარი ჩემთან, ბულაჩაურში და… -მთელი სული და გული ჩადო გურამმა ჩემს დაყოლიებაში…

არაა ცოტა ამბავი ცხრამეტი კაცით მიადგე ოჯახს, თუნდაც ერთი საათით… ბევრი რომ არ გავაგრძელო, გურამთან მოსალოდნელი შეხვედრის თაობაზე არაფერი მითქვამს ჩემი მგზავრებისთვის, გზაში ისღა განვუცხადე: რიკოთზე აღარ გავჩერდებით, ბულაჩაურში მეგულება ერთი ადგილი და იქ წავიხემსოთ ყაზბეგში ჩასვლამდე მეთქი… ჩემი თანმხლები ადამიანების მოლოდინი ბულაჩაურში სადმე რეკრეაციულ ადგილას შეჩერებას გულისხმობდა უთუოდ, მე კიდევ სახეგაბრწყინებული და ფართოდ ხელებგაშლილი მეგობარი მწერლის სახლის ჭიშკარს მივაყენე ზუგდიდელი მგზავრებით (მკითხველებით) დატვირთული “მარშრუტკა”…

ემოციებს ვერ იტევდა გურამ ოდიშარიას და მისი არაჩვეულებრივი მეუღლის, სოხუმელი ქალბატონის ცისანა შარანგიას დიდი მონდომებით გაშენებული პატარა ეზო, – მართლაც მწვანე წალკოტი, სულ რაღაც 700 კვადრატული მეტრი, რომელიც იმ ერთი დაუვიწყარი საათის მონაკვეთში დიახაც იტევდა მთელი საქართველოს საზღვრებს და ოდიშ-აფხაზეთის სტუმრებიანად გულში იხუტებდა მშობლიური სიყვარულით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!