მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება


  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, 20 ივნისის შემდგომ 4-დან 20 ნოემბრამდე, მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ კარგად იმუშავა და ამ ეტაპზეც ამ მექანიზმის გამოყენება იგეგმება.

„ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, ანუ მცირე სასტუმროები 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით, მიიღებენ იგივე სახის დახმარებას – საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირებას.

ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება ყველა ზომის სასტუმროებისთვისაა, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება დამატებითი ზომაა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, თანხა სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პროგრამა „აწარმოე საქართველოში პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა და 18 000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს შეეხება.

„თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში, თუმცა ვინც მოგვმართავს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ყველას დავეხმარებით ჯამში ამ თანხასაც რომ გადააჭარბოს“, – აღნიშნა თურნავამ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!