“მყარი ნარჩენების მართვა – შესძინე ახალი სიცოცხლე ძველ ნივთს”


  • ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა დაიწყეს პროექტის განხორციელება სახელწოდებით “მყარი ნარჩენების მართვა – შესძინე ახალი სიცოცხლე ძველ ნივთს”. სკოლის მეორე კლასის პედაგოგების, მადლენა მგელაძისა და სოფიო ყალიჩავას თხოვნით პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო ააიპ ,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი ‘’.

1 ივნისს მე-4 საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერში გაიმართა საინფორმაციო – შემეცნებითი და სასწავლო ხასიათის შეხვედრა თემაზე: “მყარი ნარჩენების მართვა კომპოსტირების გზით ‘’ და გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ააიპ ,, ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ‘’ დირექტორი ნუგზარ მალაშხია, დირექტორის პირველი მოადგილე ზაზა კუპრავა, უბნის უფროსები: მამუკა ჭანტურია და ვასო ფარცვანია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნანა კოდუა, ცენტრის ბრიგადირები: დავით გელაზონია, მურთაზ ბერდეხელია, ლევან ჯიქია და ზურაბ ხარებავა, ასევე მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ დამსწრეებს მიაწოდა შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვაში არსებულ მდგომარეობაზე, მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე. აუხსნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, როგორ უნდა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან და როგორ ემსახურებიან “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“-ს თანამშრომლები, როგორ მიმდინარეობს ცენტრის ძირითადი ფუნქციის – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა და მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღების პროცესების ხელშეწყობა. მოსწავლეების მიერ დასმულ საინტერესო კითხვებზე უპასუხეს ნუგზარ მალაშხიამ და ცენტრის სხვა თანამშრომლებმა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხოლო შეხვედრის ბოლოს გამოთქვეს სურვილი სკოლის გვერდზე მდებარე სკვერის დასუფთავების, რომლის სისუფთავეზეც ისინი მომავალშიც იზრუნებენ. მათ მოუწოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლის მოსწავლეებს აიღონ ინიციატივა და მოუარონ მათივე სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ პარკებს, სკვერებსა და ბაღებს.

შეხვედრის ბოლოს, ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრისთვის, აგრეთვე გადასცა ფლაერები, სადაც ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმებზე და გარემოს დაცვის აუცილებლობაზეა საუბარი.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები,სხვა სკოლებთან, მომავალშიც გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!