“ზუგდიდელებთან” კვართზე და “ზუგდიდობის” დღესასწაულზე, საუბრობს საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი მურმან ნაჭყებია: „ზუგდიდობის” დღესასწაული უნდა გაიმართოს, ხალხი უნდა გამოვიდეს, დაელაპარკოს, მოეფეროს და ერთმანეთს მომავალზე ფიქრით.
აი, ამ მოტივით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ზუგდიდობა. ეს დღესასწაული თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ხიდი არ უნდა ჩატყდეს. ჩვენ, ჩვენი დიდი ტრადიციები თუ არ დავიცავით, გაგვსრესენ ეგრეთწოდებული „ლიბერალები“, რომლებისთვისაც, ტრადიცია მითუმეტეს ჩვენი, მიუღებელია. მე მოვუწოდებ ქალაქის მერიას, რომ პომპეზურობის გარეშე ჩატარდეს „ზუგდიდობა“. რაც შეხება კვართს, ზუგდიდი იყო და არის სამეგრელოს გული. აქ არის დაბრძანებული კვართი და აქ უნდა იყოს. ყველამ ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი სულიერი მამის ილია მეორის განცხადება, რომ კვართი უნდა იყოს ზუგდიდში. იმ ხალხმა კვართით სპეკულირებას დაანებოს თავი. ჩვენ უფრო დიდი პრობლემები გვაქვს. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ღრმად უნდა ჩავიხედოთ, ამ გამოწვევებიდან მშვიდობიანად და ვაჟკაცურად უნდა გამოვიდეთ“.