ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ასხვისებს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 51%-ს. მისი განმარტებით, კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
მამუკა წოწერიას ინფორმაციით, კერძო ინვესტორი ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშიაა, თუმცა საბოლოო მესაკუთრის ვინაობა აუქციონზე გახდება ცნობილი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0ygx6ngK5Mc[/embedyt]