ზვიად სიჭინავა, ჯერჯერობით, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად რჩება


გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად სიჭინავამ, რომელიც აპირებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი ეყარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე, უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. „ზუგდიდელები“ დაუკავშირდა ზვიად სიჭინავას, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„სიცრუეა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მაგრამ ჯერჯერობით, არცერთი პარტიიდან მონაწილეობას არ მივიღებ, ვრჩები უპარტიო. სურვილი მაქვს ვიყარო კენჭი, მაგრამ ბოლომდე გადაწყვეტილება არ მიმიღია, იმიტომ, რომ ვაკვირდები ძველი პარტიები წარადგენენ თუ არა ღირსეულ კანდიდატებს, ისეთს, რომელიც ჩემს ქალაქს რაღაცას მაინც გაუკეთებენ. ვალებით და ფულის საშოვნელად არ მოვლენ.” კითხვაზე, ამ დრომდე, რომელიმე პარტიამ თუ შესთავაზა მისი სახელით ეყარა კენჭი, ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, “ყველა პარტიამ იცის, რომ მე არავის არ დავემორჩილები.  იმიტომ, რომ მე ვარ ზუგდიდელი. პირველ რიგში, ზუგდიდი არის ჩემთვის მთავარი  და არა პარტია.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!