ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარე გონელი ნაჭყებია „ზუგდიდელებთან’’ საუბარში ამბობს, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოიაზრებიან: მაიზერ ნანავა და ჯონი ზარანდია. აღნიშნულ ინფორმაციაზე მაიზერ ნანავამ კომენტარი არ გააკეთა, ჯონი ზარანდიამ კი, დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.