მუზეუმში ფოტო-გამოფენა “ვილნიუსი 700“ გაიხსნა


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ზუგდიდის მერიასთან და ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ფოტო-გამოფენა „ვილნიუსი 700“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია იუზაპ ჩეჩავიჩიუსის, სტანისლავ ფილიბერტ ფლერის და იან ბულხაკის მიერ გადაღებული ვილნიუსის ისტორიული ფოტოები.

გამოფენის გახსნისას, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ისაუბრა ქალაქ ვილნიუსის 700 წლის იუბილეზე, რომელიც წელს აღინიშნება და სიხარული გამოთქვა ლიეტუვა-საქართველოს შორის წარმატებული კულტურული თანამშრომლობისა და ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული ფოტოების ნახვის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიეცა. მისასალმებელი სიტყვა ასევე ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა, დავით ოყუჯავამ წარმოთქვეს.

ზუგდიდში აღნიშნული გამოფენა 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე დარჩება და წარმოადგენს ქალაქ ვილნიუსის 700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენების ციკლის ნაწილს. ფოტოების ნახვა თბილისელებს ამ წლის მაისში შეეძლოთ, ხოლო ქუთაისში კი გამოფენა ოქტომბრის თვეში იყო განთავსებული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!