მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამების ახალი სეზონი დაიწყო


  • დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამების ახალი სეზონი დაიწყო. პროგრამა „ოქროსფერი შემოდგომა“- მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრეზენტაცია შემოდგომაზე. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან შემოდგომის სურათებს.

“მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით). ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.”-ნათქვამია დადიანების სასახლის ინფორმაცაიში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!