მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვება დროებით შეიზღუდა


  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.
“დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს. მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ დაქვედებარებაში მყოფ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა მიღება სამედიცინო უსაფრთხოების დადგენილი წესების გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. სამუზეუმო სივრცეების გახსნის შესახებ განცხადებას სააგენტო წინასწარ გაასაჯაროებს. თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართომასშტაბიანი და უკონტროლო გავრცელება”,-ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!