ბრიტანეთში პირველი პაციენტი აიცრა კორონავირუსის ვაქცინით


  • ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის ქალი პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც “ფაიზერისა” და “ბიოტეკის” ვაქცინით დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად აიცრა. თავად მარგარეტ კინენი ამბობს რომ ვაქცინის პირველად მიღების გამო, თავს “პრივილეგირებულად” თვლის. BBC წერს რომ ამით გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, ამჟამად იგეგმება რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც  Pfizer-ისა და BioNtech-ის ვაქცინის საყოველთაო გამოყენებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს 95%-იან დაცვას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი პროდუქტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა გახლავთ, რომლის შესაქმნელად ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10 თვე დასჭირდათ. BBC-ის ცნობით, როგორც წესი, იმავე მოცულობის სამუშაოს ათი წელი სჭირდება ხოლმე.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!