- საგანმანათლებლო პროგრამა – ქართული ფულის ისტორია “კოლხური თეთრი” პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
თეორიულ ნაწილში, მოისმენენ პრეზენტაციას თემაზე: ქართული ფულის ისტორია, პრაქტიკულ ნაწილში ლუპის საშუალებით დააკვირდებიან, შეისწავლიან და გაარჩევენ ქართულ მონეტებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (მე-5-კლასიდან)
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
სამშაბათიდან კვირის ჩათვლით.
