მუზეუმი გიწვევთ შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროგრამაზე “კოლხური თეთრი”


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების სეზონი, რომლის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

მუზეუმი გთავაზობთ ახალ პროგრამას: ქართული ფულის ისტორია “კოლხური თეთრი”.

მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

მოსწავლეები მოისმენენ პრეზენტაციას თემაზე: ქართული ფულის ისტორია

პრაქტიკულ ნაწილში ლუპის საშუალებით დააკვირდებიან, შეისწავლიან და გაარჩევენ ქართულ მონეტებს.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 595 28 76 76.

პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (მე-5 კლასიდან).

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

დრო: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით.10:00-17:00 სთ.

მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + 7 =

Akismet ანტისპამი