- worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა.
ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 67.8 მილიონს მიაღწია.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.