- ჰონგ კონგში ჯანმრთელი ადამიანის კორონავირუსის ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლიდნა.
როგორც BBC იუწყება, 30 წლის კაცი კორონავირუსით ხელმეორედ პირველი ინფიცირებიდან 4,5 თვის შემდეგ დაავადდა. ჰონგ კონგის მეცნიერების ცნობით, გენოტიპის სექვენსმა აჩვენმა, რომ ვირუსის ორი შტამი “აშკარად განსხვავებულია”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ერთი პაციენტის მაგალითზე დასკვნების გაკეთება მიანშეწონილი არ არის. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით კი, რეინფიცირება შესაძლოა იშვიათი იყოს.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 23 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.