მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 23 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა


  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 23 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 23 205 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 804 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 15 მილიონს უახლოვდება.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 5.6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 176 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 3.5 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე – ინდოეთი, სადაც კოვიდ-19 უკვე 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!