მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა


  • მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

19 ოქტომბრის მონაცემებით აღრიცხულია 40 050 902 შემთხვევა და გარდაცვალების 1 113 750 ფაქტი.

პირველ ადგილზე 8,1 მილიონი შემთხვევით ამერიკაა, სადაც ვირუსს, თითქმის 220 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

7,5 მილიონს აღემატება ინფიცირებულთა ოდენობა ინდოეთში, 114 000-ზე მეტი ლეტალური შემთხვევით.

5,2 მილიონს გადააჭარბა შემთხვევათა რიცხვმა ბრაზილიაში, სადაც ვირუსმა 153 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს აღემატება, ფიგურირებს რუსეთიც, 1,4 მილიონი შემთხვევით და 25 000-მდე გარდაცვლილით.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!