- დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და მასზე ხელი ადამიანების უმეტესობას უკვე მიუწვდება. ამასთანავე დღითი-დღე იზრდება ინტერნეტის სიჩქარე და იცვლება მისი ტარიფები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთისგან ინტერნეტის სიჩქარისა და ფასის მიხედვით ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ქვეყნებს, სადაც ყველაზე ჩქარი და ნელი ინტერნეტია.
ვებ-გვერდის Cables-ს ინფორმაციით, ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად ითვლება დრო, რომელიც სჭირდება 5GB ფაილის ჩამოტვირთვას.
რეიტინგის პირველი ადგილი ტაივანმა დაიკავა, სადაც ჩამოტვირთვას სულ რაღაც 8 წუთი დასჭირდა, ბოლო ადგილი იემენს ერგო, სადაც იმავე ფაილის ჩამოტვირთვას 30 სთ და 1 წუთი სჭირდება.
ყველაზე სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოში:
1. ტაივანი
2. სინგაპური
3. ჯერზი (კუნძული)
4. შვედეთი
5. დანია
6. იაპონია
7. ლუქსემბურგი
8. ნიდერლანდები
9. შვეიცარია
10. სან-მარინო
ყველაზე ნელი ინტერნეტი მსოფლიოში:
207. ჯიბუტი
206. სან-ტომე და პრინსიპი
205. სამოა
204. ეთიოპია
203. ნიგერი
202. თურქმენეთი
201. მავრიტანია
200. ეკვატორული გვინეა
199. აღმოსავლეთ ტიმორი
198. იემენი
რაც შეეხება საქართველოს, 207 ქვეყანას შორის ის რიგით 88-ე ადგილს იკავებს.