საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა


  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დაკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 – დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − 12 =

Akismet ანტისპამი