“მოძღვრის საათი”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის კულტურისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირებთან თანამშრომლობითა და მათი მონაწილეობით დაიწყო პროექტი “მოძღვრის საათი”.

“მოძღვრის საათი” ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სასოფლო ბიბლიოთეკებში.

თითოეულ სასოფლო ბიბლიოთეკაში მოძღვრებთან შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება. მოწვეული იქნებიან სოფლის ტაძრის წინამძღვრები, სასულიერო პირები.

პროექტი ნებისმიერი ასაკის მკითხველისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა.
11 თებერვალს “მოძღვრის საათს” უმასპინძლა ზედაეწერის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალმა (უფროსი-ლანა ლეფსაია).
“მოძღვრის საათს” უძღვებოდა ზედაეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პავლე გოგოხია.
მოძღვართან საუბარს ესწრებოდნენ ზედაეწერის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

შედგა უშუალო, საინტერესო, თბილი საუბარი, დაისვა შეკითხვები, მიღებულ იქნა ამომწურავი პასუხები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!