- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდის დღევანდელი პირდაპირი ეთერი დაეთმო “მოძღვრის საათს.”
დეკანოზი ანდრია კემულარია პირდაპირ ჩართვაში შეეხო შემდეგ თემას – “აღდგომა ქრისტესი ჩვენი აღდგომა.”
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დეკანოზ ანდრია კემულარიას პირდაპირმა ეთერმა მოიცვა 2 815 ადამიანი, 853 ნახვა და ლაივის განმავლობაში ის გაზიარდა 24-ჯერ.
“მოძღვრის საათი” მომავალშიც გაგრძელდება.