- „მოქალაქის გულში ვერდატეული ემოცია“ შევარქვით ამ ფოტოებს, რომელიც ჩვენს ქალაქში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გადავიღეთ და დაგვიგროვდა არქივში. გუშინ, ამ არქივიდან ერთ-ერთი ფოტო გამოვაქვეყნეთ და რადგან საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, გთავაზობთ სხვა ფოტოებსაც.
ეს წარწერები ჩვენი ქალაქის შენობის კედლებზე, ერთი და იგივე კალიგრაფითაა შესრულებული. ვფიქრობთ, ერთი ავტორი ჰყავს.
ვერ ვიტყვით, როგორ აფასებს ამ ფაქტს ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური, მაგრამ ცხადია, მოქალაქის გზავნილს თავისი ემოციური სათქმელი მოჰყვება.