- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღონისძიება “ოქროს სეზონი” გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, სასახლის შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო თემატური ფოტოზონები, გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე გასართობი და ინტერაქციული სივრცეები. ბავშვებმა და ახალგაზრდებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები და ყოფითი კულტურა წარმოაჩინეს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
“ოქროს სეზონი” განათლების, კულტურის, შემოქმედებითობისა და ახალგაზრდული ინიციატივების გაერთიანებას ისახავდა მიზნად.
