მოსამართლემ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდა


  • მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა, ნაწილს კი ჯარიმა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, მათ დაეკისრათ: გიგა მაქარაშვილი – პატიმრობა – 12 დღე, ირაკლი კაჭარავა – პატიმრობა – 4 დღე, პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა,  დიმიტრი ბიძინაშვილი – პატიმრობა-3 დღე, ირაკლი ნადირაძე – პატიმრობა – 13 დღე, დავით მჟავანაძე – პატიმრობა – 4 დღე.

მოსამართლემ სხვა ექვსეულის საქმეზე გამოაცხადა შემდეგი გადაწყვეტილება: ლუკა ჭიჭინაძე – 5-დღიანი პატიმრობა, გიორგი ბუნტური – 5-დღიანი პატიმრობა, ზუკა ბერძენიშვილი – პატიმრობა – 7 დღე, ბექა ბასილაია – პატიმრობა – 13 დღე, გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი, ელგუჯა ბაგრატიონი – პატიმრობა – 12 დღე.

მოსამართლე კიდევ 8 ადამიანის საქმეს განიხილავს ჯგუფურად, დანარჩენი დაკავებულების საქმეებს კი ინდივიდუალურად განსჯის. როდის გაიმართება პროცესები, ჯერჯერობით უცნობია.

19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!