- დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს.
ახალგაზრდები “ენმ”-ს ოფისიდან, ქალაქის ქუჩებში მანქანების კოლონით გავიდნენ. აქციის მონაწილეებს მანქანებზე გაკრული ჰქონდათ პლაკატები: “რეჟიმი უნდა დაიგრეს”, “გახარია თვალთხარია”, “გახარია წადი”, “რუსული ოცნება”.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ფარცვანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პერფომანსები იქნება ყოველდღიური. -“ამით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში ჩვენს, დებს და ძმებს, რომლებიც საქართველოს სამსახურისთვის ყოველდღე იკრიბებიან 7 საათზე. მივმართავ ბატონ გახარიას, გაგვახარე, გაგვახარე და წადი”.