- 19 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ხელოვანთა კავშირის “ხელოვანები მომავლისთვის”- ორგანიზებით ტარდება კლასიკური მუსიკის XVI ეროვნული კონკურს-ფესტივალის “მომავლის ვარსკვლავების” შესარჩევი რეგიონალური ტურები.
ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულები სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები.
25-26 მარტს, ბათუმსა და ქუთაისში კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგნენ N1, N2 სამუსიკო და საგუნდო-სამუსიკო სკოლების საფორტეპიანო,საორკესტრო და ვოკალური მიმართულების მოსწავლეები.