დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლემ, ზუგდიდის მერიასთან ერთად, მასპინძლობა გაუწია მოლდოვის საბავშვო-ახალგაზრდულ აკაპელას “რაპსოდია”, რომელსაც ხელმძღვანელობს მოლდოვის კულტურის ცნობილი მოღვაწე, პოეტი, არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ორგანიზატორი, ნატალია ბარაბანშიკოვა.ნატალია ბარაბანშიკოვა თავის ჯგუფთან ერთად მოგზაურობს საქართველოში. აკაპელა, მსგავს კონცერტებს გამართავს ქუთაისში და თელავში.
კონცერტის დაწყებამდე, შეკრებილ საზოგადოებას “რაპსოდიის” შემოქმედებაზე, მიზნებზე და თავად ხელმძღვანელზე ესაუბრა, აკაპელას ერთ–ერთი ორგანიზატორი ჯუსტინა დიუმა.
“რაპსოდიის” რეპერტუარში შესულია როგორც მოლდოვის, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხური სიმღერები. სტუმრებმა დიდი სიყვარულით შეასრულეს ქართული მელოდიებიც. თავად ნატალია ბარაბანშიკოვას ოჯახს, ადრე, სერიოზული ურთიერთობები ჰქონია საქართველოსთან. ქალბატონი ნატალია საუბრობს ქართულად და დიდი პატივისცემას გამოხატავს ქართველი ერისადმი.
კონცერტის დასასრულს, სტუმრებმა შეასრულეს მრავალჟამიერი.