მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა


  • საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

მესამე პრეზიდენტის გზავნილი მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცნო.

“ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!