მინისტრმა დევნილთა კორპუსების მშენებლობა დაათვალიერა


დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო -ზემო სვანეთის  გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, მიმდინარე 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს. ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრმა აღნიშნა, რომ 4 თორმეტსართულიან კორპუსებში ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ბარამიას ქუჩაზე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა, ბინები 144 ოჯახისთვისაა განკუთვნილი და სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!