მინისტრი: “პირბადეს თუ არ ვატარებთ, არ დავიცავთ დისტანციას, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას”


  • ჩვენი ქცევა თუ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

“ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. დღეს არ ვატარებთ ნიღბებს, არ არის სოციალური დისტანცირება, ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, “კოვიდისგან” თავისუფალ გარემოში მიიღონ განათლება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!