- სამხატვრო სკოლის ბაზაზე, “ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით, გრძელდება მოზარდების მიღება ანიმაციის სასწავლო სტუდიაში (ასაკი, 10-წლიდან 16-წლამდე).
“ვეძებთ კრეატიულ, შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდებს, რომლებსაც უყვართ ანიმაცია და აქვთ სურვილი ისწავლონ კომპიუტერული გრაფიკა. სტუდია აღჭურვილია ანიმაციის წარმოებისათვის საჭირო კომპიუტერული ტექონოლოგიებით. პროფესიონალი მოწვეული პედაგოგები ბავშვებს შეასწავლიან ანიმაციის საფუძვლებს და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნის ტექნიკას. სტუდიაში სწავლება გაიმართება ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდიკით”.-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციაში.
პირველ შეხვედრაზე კონკრეტული დავალებების და გასაუბრების შედეგად შეირჩევიან მოსწავლეები.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ადმინისტრაციას. მის: რუსთაველის N79.