მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებას და საქალაქთაშორისო მგზავრობის რეგულირებას გეგმავს


  • ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის თაობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

მისი თქმით, რეფორმა, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა ეკონომიკის სამინისტროში და შემდგომში განიხილებოდა ეკონომიკურ გუნდში, ეტაპობრივად განხორციელდება და 2025 წლის მაისისთვის მთლიანად დასრულდება.

„დღეს ქვეყანაში არსებობს უამრავი ავტოვაგზალი, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არ არის დაცული არანაირი სტანდარტი და, სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც, ასევე ტურიზმის სექტორზე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს არც ისე კომფორტულ პირობებში უწევთ შიდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის – პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგური განისაზღვრება“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, ავტოსადგურების კლასიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით – დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ასევე ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება შედარებით მცირე მოთხოვნების, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის, ყველა მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოწყობილი ავტოსადგურები.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!